საბერძნეთში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ Kathimerini იტყობინება.

ათენის გეოდინამიკური ინსტიტუტის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი სტროფადების კუნძულების მახლობლად, ქალაქ პატრას სამხრეთ-სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 120 კილომეტრში იყო.

ბიძგები ათენში და კუნძულ კრეტაზე იგრძნობოდა.

მიწისძვრის შედეგად შესაძლო ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები