საფრანგეთში შესაძლოა, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გააუქმონ

FILE - The Olympic rings are set up at Trocadero plaza that overlooks the Eiffel Tower, a day after the official announcement that the 2024 Summer Olympic Games will be in the French capital, in Paris on Sept. 14, 2017. The United States is predicted to top the medals tables — both the overall count and gold-medal count — for the 2024 Paris Olympics, according to one forecast released on Friday, Jan. 26, 2024, six months before the Games open on July 26. (AP Photo/Michel Euler, File)

საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების მთავარი სამმართველო ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს შესაძლო ტერაქტების გამო შიშობს.

ამის შესახებ Europe 1 იტყობინება.

“კროკუს სითი ჰოლზე” მომხდარი თავდასხმის შემდეგ, საფრანგეთში ტერაქტის საფრთხის დონე “ძალიან მაღალია”.

რადიოსადგურის ცნობით, უშიშროების სამსახურს „სურს, მაქსიმალურად აირიდოს ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს, კოორდინირებული თავდასხმის სცენარი”.

რადიოს წყარო დაზვერვაში ამბობს, რომ საფრანგეთი უნდა გადავიდეს „გეგმა B-ზე“ – გააუქმოს ცერემონია.

ცერემონია ამჟამინდელი ფორმატით, რომელიც მოიცავს სენაზე აღლუმს, “უამრავი რისკის შემცველია, რომ დარჩეს ისე, როგორც არის”.

პარიზის ოლიმპიური თამაშები 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები