გერმანიაში სტუდენტების ავტობუსი გადაბრუნდა, ათობით ადამიანია დაშავებული

გერმანიის ჩრდილოეთით, რეინ-ვესტფალიაში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ამის შესახებ DW პოლიციაზე დაყრდნობით წერს.

შემთხვევა A44 გზატკეცილზე მოხდა.

ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ქალაქ ვერლთან, დიუსელდორფიდან აღმოსავლეთით 100 კილომეტრში გადაბრუნდა.

პოლიციაში განაცხადეს, რომ დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ავტობუსს ვარბურგის პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები გადაჰყავდა. ისინი ინგლისში მოგზაურობიდან ბრუნდებოდნენ.

ავარიის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები