სომხეთში კრემლის პროპაგანდისტის, სოლოვიოვის გადაცემები დაბლოკეს

სომხეთში კრემლის პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემები – “კვირა საღამო ვლადიმერ სოლოვიოვთან” და “საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან” დაბლოკეს.

ქვეყნის სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის ქსელმა გადაწყვეტილება – “სომხეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის მასობრივი კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ სამთავრობათაშორისო შეთანხმების მე-5 და მე-6 მუხლების მუდმივი დარღვევის საფუძველზე” მიიღო.

რესპუბლიკაში RTR-Planeta-ს მაუწყებლობა გაგრძელდება, მაგრამ სოლოვიოვის გადაცემები აღარ გავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები