„ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“ – თსუ-ში გამოფენა გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საქართველოს ხელოვნების, კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების ამსახველი გამოფენა გახსნა, სადაც სხვადასხვა წელს, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებული საფოსტო მარკები იყო წარმოდგენილი.
თსუ რექტორმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ფოსტას და მის ხელმძღვანელს ლევან ჩიკვილაძეს თანამედროვე სამყაროში მარკისთვის ღირებულების შენარჩუნების და მისი პოპულარიზაციისთვის.
„დღევანდელ სამყაროში, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებს დომინანტი ადგილი უკავია, საქართველოს ფოსტამ ფასი დაუბრუნა მარკას და მისცა სულ სხვა ღირებულებები. სტუდენტებთან ერთად დიდი ინტერესით ვათვალიერებთ 130-ზე მეტ გამოფენილ მარკას, რომელთაც თავისი ისტორია აქვთ და ფასეულობებიც“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“ საქართველოს ფოსტის ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გაიმართა.
თსუ ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში წარმოდგენილი საფოსტო მარკების გამოფენა თვის ბოლომდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები