ერდოღანი: თურქეთი NATO-ს ოპერაციებს, მისიებსა და წვრთნებში წამყვან კონტრიბუტორებს შორისაა

“როგორც ევროპაში ყველაზე დიდი სახმელეთო არმიის მქონე ქვეყანა, თურქეთი ვალდებულია, თავისი შესაძლებლობები საჭიროების შემთხვევაში ალიანსისთვის ხელმისაწვდომი გახადოს”,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების 36-ე სამიტზე განაცხადა.

„ჩვენ იმ მოკავშირეებს შორის ვართ, რომლებსაც ყველაზე მეტი წვლილი შეაქვთ ალიანსის ოპერაციებში, მისიებსა და წვრთნებში კოსოვოში, შავი ზღვის რეგიონში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში და სხვაგან“, – თქვა მან.

ამასთან, ერდოღანმა აღნიშნა, რომ NATO-ს წევრებს შორის თავდაცვის სფეროში დაწესებული შეზღუდვები უნდა მოიხსნას, რადგან, მისი თქმით, მოკავშირეებს შორის თავდაცვითი თანამშრომლობა ბარიერების გარეშე უნდა მიმდინარეობდეს.

მან თავდაცვის ინდუსტრიაში მიღწეულ გარღვევას თურქეთის უდიდესი მიღწევა უწოდა.

“წარმოებისა და ექსპორტის მოცულობების მხრივ, ჩვენ მსოფლიოს ათ საუკეთესო ქვეყანას შორის შევედით. სამი წლის განმავლობაში, გრაფიკზე ადრე, ალიანსის ფარგლებში ჩვენთვის დაკისრებულ 361 შესაძლებლობათა მიზანს, პრაქტიკულად, ყველა მივაღწევთ. ჩვენი ფოლადის გუმბათის პროექტის ფარგლებში, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის დამატებით 24 მილიარდი დოლარი გამოვყავით, რაც ალიანსში ყველაზე მწვავე დეფიციტს წარმოადგენს“, – აღნიშნა ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები