მაია ბითაძე: ჯო უილსონის ცრუ და მიკერძოებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ წინასწარ დაწერილი და გათამაშებული სცენარია

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ „ჰააგის დეკლარაციის“ მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„323 პარლამენტარი ეუთოს (OSCE) 57 წევრი სახელმწიფოდან 239 დამსწრე ჰააგის 33- ე სესიაზე (OSCE PA) 39 ხმით გატანილი ჯო უილსონის ცრუ და მიკერძოებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ წინასწარ დაწერილი და გათამაშებული სცენარი და სხდომის მერე ჩვენ დელეგაციასთან აქტიური კომუნიკაცია და სინანული! იფიქრებდი ადამიანი, თითქოს ჩვენ ვაიძულეთ დაედგათ და გაეთამაშებინათ ეს სცენარი. ესაა საერთაშორისო ორგანიზაციების დასუსტების მზარდი ტენდენციის სამწუხარო შედეგი“, – წერს ბითაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები