შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც ქართული ინიციატივაა და მისი განვითარება ძალიან აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს – მარიამ ქვრივიშვილი

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც ქართული ინიციატივაა და მისი განვითარება ძალიან აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბაქოში გამართული „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის” რიგით მე-12 მინისტერიალის დასრულების შემდეგ, სადაც ის აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარება ახალ ფაზაში გადადის.

„ჩვენ უკვე დავასრულეთ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, ახლა გადავდივართ შემდეგ ფაზაზე, რაც არის უშუალოდ ფსკერის კვლევები იმისთვის, რომ აქტიურად დავიწყოთ უშუალოდ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარება.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის პარალელურად, რომელიც იქნება 1300 მეგავატამდე ელექტროენერგიის გამტარობის მქონე, რა თქმა უნდა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი თავის მხრივ უზრუნველყოფს საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ექსპორტს ევროკავშირის ბაზარზე. საქართველო კვლავ განაგრძობს იყოს თანამონაწილე მწვანე ენერგეტიკული დერეფნის, რომელიც რეგიონული გაერთიანების პროექტია, რომელიც ასევე უზრუნველყოფს ჩვენს რეგიონში გენერირებული ელექტროენერგიის ერთობლივად, საქართველო-აზერბაიჯანის რესურსის გაერთიანებას და შემდგომში ელექტროენერგიის ექსპორტს ევროკავშირის ბაზარზე”, – განაცხადა მინისტრმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები