დღეიდან, ჩხოროწყუში მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამოქმედდა
დღეიდან, ჩხოროწყუში მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამოქმედდა.
ჩხოროწყუს მერიის ცნობით, პირველი მარშრუტი მუხურის მიმართულებით შესრულდა და ადგილობრივებს პირველ რეისზე მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია დაემგზავრა.
როგორც მერმა აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სატესტო რეჟიმში, ქალაქ ჩხოროწყუსა და მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლებს 2027 წლის 1-ელ იანვრამდე უფასოდ მოემსახურება, რაც გადაადგილების ხელმისაწვდომობას გაზრდის.

დღესვე, ჩხოროწყუს მერი, საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაიასთან ერთად, მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს მოძრაობის მარშრუტებსა და განრიგზე გაესაუბრა. ჯუმბერ იზორიამ აღინიშნა, რომ გადაადგილება მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული ადგილობრივების საჭიროებებზე.
„დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი დღეა. პირველად ამოქმედდა მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოსახლეობის საჭიროების შესაბამისად. უფასო მუნიციპალური ტრანსპორტი ბევრ ოჯახს ყოველდღიური მგზავრობის ხარჯს შეუმსუბუქებს. ჩვენი მიზანია, სერვისი ყველასთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი და ადგილობრივ მცხოვრებლებს უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ. მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის საჭიროებებსა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს,”- აღნიშნა ჯუმბერ იზორიამ.