საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 749 ათასი ადამიანია
საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 749 ათასი ადამიანია.
საქართველოს საპენსიო ფონდის ცნობით, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 33,555-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 169,420,586.82 ლარი.
“ივნისის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 9.6 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა”, – წერია ინფორმაციაში.