რუსეთის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხედროების 99.8%-მა არჩევნებში მხარი პუტინს დაუჭირა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ქვეყანაში გამართულ არჩევნებში სამხედრო ამომრჩევლის აქტივობა რეკორდულად მაღალი იყო და 99,8% შეადგინა.

მათივე მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა თავდაცვის სამინისტროს 1,5 მილიონზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ და სამოქალაქო პერსონალმა მიიღო.

„პერსონალის აქტივობა რეკორდულად მაღალი იყო და 99,8% შეადგინა. სამხედრო ამომრჩევლის ცენტრალიზებული კენჭისყრა 321 საარჩევნო უბანზე გაიმართა.

გასული საარჩევნო კამპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი იყო სამხედრო მოსამსახურეების კენჭისყრაში მონაწილეობა, რომლებიც ასრულებენ დავალებებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში, მათ შორის საბრძოლო ფორმირებებში და საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენის ადგილებში. ამ მიზნით, 2024 წლის 25 თებერვლიდან 14 მარტამდე 186 საარჩევნო უბანზე მოეწყო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ვადამდელი ხმის მიცემა. 99,27%-მა ხმა მისცა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ვ.ვ.პუტინის კანდიდატს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები