“კროკუსზე” თავდასხმა პუტინის სრული კრახია” – უკრაინის დაზვერვა

მოსკოვის ოლქში, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინისთვის სრულ კრახს ნიშნავს.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსპიკერმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

მისი თქმით, “სახელმწიფომ, რომელიც უზარმაზარ რესურსებს ხარჯავს უსაფრთხოების ძალებსა და სადაზვერვო სამსახურების დაფინანსებაზე, სათანადოდაც ვერ უპასუხა საჯარო შეტყობინებებზე, რაც პუტინის ამომრჩევლის თვალში სრული კრახია”.

მისი თქმით, რუსეთის ლიდერმა საკუთარ გარემოცვას აჩვენა, რომ არ აკონტროლებს სიტუაციას რუსეთის ფედერაციაში.

იუსოვი ამბობს, რომ თავდასხმამ შესაძლოა, ქვეყანაში მოქალაქეთა უფლებების ბოლო ნარჩენების მოშლა და უსაფრთხოების ძალებს შორის ძალების გადანაწილება გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები