ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა სახელმწიფოს ხარჯზე ფრენების გამო დატოვა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა თანამდებობა სკანდალის ფონზე დატოვა, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფოს ხარჯზე ძვირადღირებულ ფრენებთან იმ დროს, როდესაც პოლიტიკოსი პრემიერმინისტრის პოსტს იკავებდა.

ამის შესახებ Delfi წერს.

კარინშმა გადაწყვეტილება მოქმედ პრემიერმინისტრ ერიკა სილინასთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა.

ის უფლებამოსილების შესრულებას 9 აპრილს შეწყვეტს, მეორე დღეს კი პარლამენტი ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურას უყრის კენჭს.

კარინშის ფრენების შესახებ 2023 წლის ბოლოს გახდა ცნობილი. კერძოდ, მან ბიუჯეტის ხარჯზე 32-ჯერ იფრინა, რაც გადასახადის გადამხდელებს 613 ათასი ევრო დაუჯდათ.

მარტის ბოლოს ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ შესაძლო გაფლანგვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პროცესი დაიწყო.

კარინში ლატვიის პრემიერმინისტრის პოსტს 2019 წლის იანვრიდან – 2023 წლის სექტემბრამდე იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები