„ახალი ქართული წიგნი – მწერლების ხელშეწყობა“ – კულტურის სამინისტრომ კონკურსის გამარჯვებული პროექტები გამოავლინა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონკურსის – „ახალი ქართული წიგნი – მწერლების ხელშეწყობა“- გამარჯვებული პროექტები გამოავლინა. ესენია:
1) კარლო კაჭარავა, „ტურიკო“;
2) ლევან ფანჩვიძე, პოეტური კრებული „ღვთაებრივი მისტერიები“;
3) ირაკლი ასლანიკაშვილი, პოეტური კრებული „თავისუფალი თემა“;
4) სალომე ლორთქიფანიძე, „ელი და ლაბნას საიდუმლო“ (რომანი) ;
5) ნათია ანჯაფარიძე, „გადატვირთვის ადგილი – აეროპორტი“;
6) მამუკა დოლიძის პროზაული კრებული;
7) დანი ადამელია, „ზღაპარი მაგიის გარეშე“ (რომანი);
8 ) მაყვალა გონაშვილი, პოეტური კრებული „ქალის სახელით“;
9) ირაკლი ცხაკაია, „მოთხრობებად და პიესებად მოყოლილი ამბები“;
10) გიორგი კაჭარავა, „პილატე და კაიაფა“;
11) ნინო გუგეშაშვილის ნოველების კრებული;
12) მანანა ჩიტიშვილი, ლექსების კრებული „სიზმრის ანგელოზები“.
კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენდა 60 000 ლარს; საკონკურსოდ კულტურის სამინისტროს 51-მა განმცხადებელმა მომართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები