იტალიაში თსუ-ის ანსამბლმა „უნივერსიტეტმა“ საუკეთესოს ტიტული მოიპოვა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „უნივერსიტეტმა” საუკეთესო ანსამბლის ტიტული მოიპოვა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ანსამბლმა გაიმარჯვა საერთაშორისო ფესტივალზე, „მანდორლო ფიორე 76“-ზე, რომელიც იტალიის ქალაქ აგრიჯენტოში გაიმართა.
„ფესტივალში 33 ქვეყანა მონაწილეობდა, სადაც სამი საუკეთესო დასახელდა – საქართველო, კოლუმბია, მექსიკა.
ვულოცავთ ჩვენი ანსამბლის წევრებსა და ხელმძღვანელებს გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს“! – ნათქვამია ინფორმაციაში.