შალვა პაპუაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ამ რეზოლუციით გააყალბა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა

“ჩვენ ჩვენი გვტკივა ყოველთვის და ჩვენს საკითხს ვუყურებთ. სხვა ქვეყნებსაც შეიძლება ჰქონდეთ მსგავსი გამოწვევები, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვნახეთ იმ რეზოლუციით, რომელშიც კვლავ ჯო უილსონმა თავისი სახე დაგვანახა და თავისი თავი შეგვახსენა. ვნახეთ ერთი რამ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ამ რეზოლუციით გააყალბა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან სომხეთსა და მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების კრიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

„ამგვარი ანტიქართული რეზოლუცია, რომელიც დღეს დამტკიცდა იმ ჯგუფების მიერ, რომელსაც საქართველოს მიმართ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვს, არსი სკანდალი თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისთვის. ერთი და იგივე ხალხი და ერთი და იგივე სახეებია, იქნება ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთო თუ სხვა მსგავსი ფორმატები, ერთი და იგივე სახელი და გვარები და სახეები ტრიალებენ. ეს ადამიანები მოჩენილი არიან საქართველოსთვის, რომ რამენაირად დააზიანონ ჩვენი ქვეყანა.
მათი ქცევა არის დასტური, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს. მე-19 საუკუნის წესებით მოქმედებენ ეს ადამიანები, რომლებიც მზად არიან საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განსახორციელებლად მთელს ქვეყანას თავს დაესხნენ სხვადასხვა ინსტრუმენტებით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები