“რუსეთს საქართველოსა და მოლდოვასთან მოწინავე ორმხრივი ურთიერთობა არ აქვს” – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთს დსთ-ს ყველა ქვეყანასთან „ძალიან განვითარებული ორმხრივი ურთიერთობები“ აქვს.

ამის შესახებ მან “არგუმენტი ი ფაქტი”-სთან ინტერვიუში თქვა.

„სამწუხაროდ, ეს არ ეხება საქართველოს და მოლდოვას. დანარჩენზე თუ ვისაუბრებთ, მათ სუვერენიტეტს აბსოლუტური პატივისცემით ვეპყრობით.  ამავე დროს, ჩვენ გვახსოვს ჩვენი საერთო ისტორია, ჩვენი ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც განვითარდა საბჭოთა ეპოქაში“, – დასძინა მან.

პესკოვის თქმით, რუსეთს ამჟამად “საკმაოდ რთული პერიოდი აქვს მოძმე სომხეთთან ურთიერთობაში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები