თემქაზე, “ლიბერთი ბანკის” ფილიალთან მამაკაცმა მამაკაცი დაჭრა

თემქაზე, “ლიბერთი ბანკის” ფილიალთან მამაკაცმა მამაკაცი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება ბანკში დაიწყო. კერძოდ, მომხმარებელი ბანკის მენეჯერს ეჩხუბებოდა, რა დროსაც მას რამდენიმე მომხმარებელი გამოესარჩლა. ამის შემდეგ, დაპირისპირებულმა მამაკაცებმა ქუჩაში გადაინაცვლეს. ერთ-ერთმა მათგანმა მეორეს დანა მუცლის არეში დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებული სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

“კვირას” ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები