რატომ დაუყადაღეს მიხეილ სააკაშვილს ქონება – პროკურატურა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ახლობლების ქონების დაყადაღების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ ვინაიდან, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს გამოძიებას, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოსალოდნელი ქონებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, იგი გაასხვისებდა ან სხვაგვარად გადამალავდა მისი და მასთან დაკავშირებული პირების სახელზე რიცხულ ქონებას, რაც ხელს შეუშლიდა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ამ მიზნით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 29 აგვისტოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03 სექტემბრის განჩინებებით, ყადაღა დაედო ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილისა და მასთან დაკავშირებული პირების უძრავ-მოძრავ ქონებას. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის და მისი ახლობლების საკუთრებაში არსებული ქონების ჩამონათვალს  აქვეყნევს, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო.
კერძოდ,  ყადაღა დაედო მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში არსებულ ქონებას:
1) ქ. ყვარელში მდებარე 2 332 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს 2) ქ.ყვარელში მდებარე 1 316 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. 3) ქ.ყვარელში მდებარე 2 441 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს 4) ქ.ყვარელში მდებარე 1 207 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. 5) ქ. ყვარელში მდებარე 6 820 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს 97 კვ.მ. შენობა ნაგებობით. 6) ქ. ყვარელში მდებარე 682 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს 7) ქ.ყვარელში მდებარე 1 668 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს 8) ქ. ყვარელში მდებარე 2 637 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. 9) HONDA ACCORD-ის მარკის ავტომანქანას, (გამოშვების წელი 1988). სანდრა რულოვსის საკუთრებაში არსებულ ქონებას: ქ. თბილისში, ბარნოვის N9-ში მდებარე 154 კვ.მ. ბინას და 164 კვ.მ. მანსარდას.
გიული ალასანიას საკუთრებაში არსებულ ქონებას და წილს საწარმოში:
1) ქ. ყვარელში მდებარე 1 313 კვ.მ, 251 კვ.მ, 334 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს. 2) ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩა N5-ში მდებარე 172.80 კვ.მ. ბინას 3) შპს „იუჯი ბაღში“ გიული ალასანიას საკუთრებაში არსებულ 50 %-იან წილს.
მზია წერეთლის საკუთრებაში არსებულ ქონებას:
1) ქ. თბილისში. ილია ჭავჭავაძის გამზ. N37-ში მდებარე 197 კვ.მ. მშენებარე ბინას. 2) ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში მდებარე 500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. 3) TOYOTA RAV4 -ის მარკის ავტომანქანას (გამოშვების წელი 2010).
ნიკოლოზ სააკაშვილის საკუთრებაში არსებულ ქონებას:
TOYOTA LANDCRUISER LC 200-ის მარკის ავტომანქანას (გამოშვების წელი 2014).
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რაც არ დაკმაყოფილდა. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461.34 ლარის გაფლანგვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები