მარნეულში ორმა მამაკაცმა ერთმანეთი დაჭრა
მარნეულის მუნიციპალიტეტში ორმა მამაკაცმა ერთმანეთი დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „კვირას“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ორივე მათგანს ბრალი აქვს წაყენებული.