კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი უახლოესი კონკურსების გამოცხადების განრიგს აქვეყნებს
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ფილმწარმოებისა და ხელოვანთა სხვა სახის ხელშეწყობის მიზნით, გაზაფხულზე გამოსაცხადებელი კონკურსების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, 26 მარტს გამოცხადდება კონკურსი ფილმების პროექტების დასრულების ხელშეწყობის შესახებ, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 800 000 ლარს.
28 მარტს გამოცხადდება კანის კინოფესტივალში მონაწილეობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული კონკურსი.
2 აპრილს გამოცხადდება ქართულ-უცხოური ერთობლივი ფილმების (კოპროდუქცია) კონკურსი, რომლის ბიუჯეტია 1 200 000 ლარი.
16 აპრილს გამოცხადდება მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსი, რომლის ბიუჯეტია 200 000 ლარი.
30 აპრილს გამოცხადდება ეროვნული ფილმების გაქირავებასთან დაკავშირებული კონკურსი, რომლის ბიუჯეტი 100 000 ლარით განისაზღვრა.
7 მაისს გამოცხადდება სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსი, რომლის ბიუჯეტია 1 000 000 ლარი.
14 მაისს გამოცხადდება სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების კონკურსი, რომლის ბიუჯეტია 1 000 000 ლარი.