ლემურია – დაკარგული ცივილიზაციის აკვანი

საუკუნეების მანძილზე მითი ლემურიის შესახებ პლანეტის თითქმის ყველა კულტურაში არსებობდა. მეცნიერ ეტინ ჯეფრი სეინტ ჰილარს ასევე ვარაუდობდა სამხრეთში არსებული კონტინენტის შესახებ, მხოლოდ მას უხილავი კონტინეტისთვის სახელი არ უწოდებია. ამის მიუხედავად, იმ დროისთვის სკლეტერის თეორია საკმაოდ უჩვეულო და მიუღებელი აღმოჩნდა.
მოგვიანებით სიტუაცია შეიცვალა. მას შემდეგ, რაც მეცნიერთა უმრავლესობამ დარვინიზმისა და კონტინენტების გადაადგილების თეორია აღიარა, ბევრი აღმოჩენა გაკეთდა მე-19 საუკუნეში. იპოვეს მსგავსებები კონტინენტების დეფორმაციის ეტაპებში, წამოაყენეს ვარაუდები, რომ ადრე ყველა კონტინენტი ერთი მთლიანობა იყო და ამით აიხსნებოდა სხვადასხვა კონტინენტზე მსგავსი სახეობების არსებობა ფლორასა და ფაუნაში. შესაბამისად, ლემურიის თეორია მხოლოდ თეორია აღარ იყო, ის უკვე მეცნიერთა ნაშრომებში ფიგურირებდა. დარვინისტმა ერნსტ ჰეკელმა წამოაყენა ვარაუდი, რომ „ლემურია” ცხოველების ნაშთებს შორის არსებული “დაკარგული რგოლის” (missing link) ახსნა იყო. მისი აზრით, სწორედ იმიტომ ვერ პოულობდნენ მეცნიერები ბევრ გარდამავალ სახეობას, რომ ისინი ლემურიის ტერიტორიაზე, ანუ ოკეანის სიღრმეებში განისვენებდნენ.
1999 წელს “JOIDES Resolution”-ის ხომალდმა ინდოეთის ოკეანეში აღმოაჩინა დიდი კუნძულის, კერგულენის პლატოს არსებობის დამადასტურებელი ფაქტები, რომელიც, სავარაუდოდ, 20 მილიონი წლის წინ დაფარა წყალმა. აღმოაჩინეს ყვავილებისა და ხის ნაშთები, რომლებიც 90 მილიონი წლით დაათარიღეს. ამ აღმოჩენამ ახალი ჰიპოტეზები გააჩინა, თუმცა მეცნიერთა თქმით, ისინი დაღუპულ კონტინენტს უახლოეს პერიოდში მიაგნებენ.

10704820_746585285407434_1666460315_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები