ოკუპანტებმა უკრაინის უმსხვილეს ჰიდროელექტროსადგურზე დარტყმა განახორციელეს – სადგურზე ხანძარი გაჩნდა

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში დნეპრის ჰიდროელექტროსადგურზე დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც სადგურზე ხანძარი გაჩნდა.

ამის შესახებ “უკრენერგო” იტყობინება.

ადგილზე საგანგებო სამსახურები და ენერგეტიკოსები მუშაობენ.

„გარღვევის საფრთხე არ არსებობს. სადგურის კაშხალზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ რუსები კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემდეგ, ახალი ეკოლოგიური კატასტროფის შექმნას ცდილობენ.

“უკრენერგოს” ხელმძღვანელმა, ვლადიმერ კუდრიცკიმ ტელეეთერში თქვა, რომ “22 მარტს უკრაინის ენერგოსისტემაზე მიტანილი დარტყმა ყველაზე ძლიერი იყო”.

„სამწუხაროდ, სხვადასხვა რეგიონში, ძირითადად დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ენერგომომარაგების შეზღუდვა გვაქვს“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები