„სპეციალური ნომინაციის ოპერაცია“ – კაია კალასმა რუსეთში გამართული არჩევნები შეაფასა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ვლადიმერ პუტინსა და კრემლის ლიდერის მიერ გაყალბებულ არჩევნებს დასცინა, რომელიც რუსეთში გასული კვირის ბოლოს გაიმართა.

„მე უარს ვამბობ არჩევნების დანიშვნაზე, მე ამას ვუწოდებ სპეციალურ ნომინაციის ოპერაციას. ეს სხვა საკითხია, რატომ თამაშობენ ამ თამაშს, რათა აჩვენონ, რომ არჩევნები აქვთ, ამის თვითონ არ სჯერათ. ეს რეალურად არის ჩვენი არჩევნების, ჩვენი დემოკრატიის ძირის გამოთხრა“, – განაცხადა კალასმა.

როგორც მან აღნიშნა, პუტინს არ უნდა ეწოდოს „პრეზიდენტი“, რადგან არჩევნები, სავარაუდოდ, არც თავისუფალი და არც სამართლიანი არ იყო.

ცნობისთვის, კვირას, 17 მარტს გამოქვეყნებული ოფიციალური შედეგების მიხედვით, რუსეთში სამდღიანი არჩევნების შედეგად ვლადიმერ პუტინმა ხმების 87% მიიღო და ხელისუფლებაში კიდევ 6 წლის ვადით დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები