ზელენსკი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა, სადაც უკრაინის მხარდაჭერაში ალიანსის საკოორდინაციო როლის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.
„მადლობა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში პირველი ვიზიტისთვის. ეს არის ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის სერიოზული სიგნალი. ნატოს და ალიანსის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა, უპირველეს ყოვლისა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარისკაცების და მშვიდობიანი უკრაინელების ზნეობისთვის. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ შეგვიძლია თქვენი იმედი გვქონდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
სახელმწიფოს მეთაურმა ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელს უკრაინის პრიორიტეტული თავდაცვის საჭიროებების შესახებ აცნობა და დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაუდებელ აუცილებლობას გაუსვა ხაზი, რათა უკრაინელები მუდმივი სარაკეტო და დრონების თავდასხმებისგან საიმედოდ იყვნენ დაცულები.