უნგრეთის პრემიერმა პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
უნგრეთის მთავრობის მეთაურმა კრემლის ლიდერს „არჩევნების ოფიციალური შედეგების“ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით წერილი მიწერა.
ორბანმა წერილში განმარტა, რომ მოხარულია, რომ უნგრეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, რაც, მისი თქმით, საშუალებას იძლევა „განიხილონ მნიშვნელოვანი საკითხები თუნდაც არსებულ, ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში“.
უნგრეთი მშვიდობის მხარესაა; ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ დიალოგის გაგრძელება ფუნდამენტური პირობაა მშვიდობის რაც შეიძლება მალე დამყარებისთვის“, – წერს ორბანი.