თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50%-მდე გაზარდა

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 500 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგად ქვეყანაში ძირითადმა განაკვეთმა 50%-ს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

აღნიშნულ ნიშნულამდე, განაკვეთი 45% იყო, თუმცა, ის ვერ აღმოჩნდა საკმარისი ინფლაციური წნეხის დასაძლევად, რადგან გასულ თვეს ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე 67%-მდე გაიზარდა.

„თურქეთში მონეტარული პოლიტიკა კრიტიკულ ფაზაში შევიდა. ინფლაცია არ მცირდება, ლირა განახლებული ზეწოლის ქვეშ იმყოფება და უცხოური კაპიტალის შემოდინება, როგორც ჩანს, კარგავს იმპულსს“, – წერს სავიცკი თავის ანალიზში.

ამასთან, ცენტრალური ბანკის მხრიდან 5%-იან ინტერვენცია სწორედ გაზრდილი ინფლაციით და გაუფასურებული ეროვნული ვალუტითაა განპირობებული.

აღსანიშნავია, რომ ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 31.9 ლირას აჭარბებს, რაც თურქეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები