დანიის სპეცსამსახერები ტერაქტებს არ გამორიცხავენ
დანიასა და მის ფარგლებს გარეთ, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ტერორიზმის საფრთხეა გაზრდილი.
ამის შესახებ დანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურში განაცხადეს.
მიზეზად სახელდება ისრაელ-“ჰამასის” ომი, და ყურანის დაწვის რამდენიმე ფაქტი.
უწყებამ საფრთხის დონე ხუთიდან ოთხზე გაზარდა.
„ისრაელსა და მებრძოლთა რამდენიმე დაჯგუფებას შორის კონფლიქტი, რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანის შეშფოთებას იწვევს, მათ შორის, დანიაში. კონფლიქტი, ასევე, შეიცავს რადიკალიზაციისა და მობილიზაციის მნიშვნელოვან პოტენციალს, რამაც შესაძლოა, გააქტიუროს დანიაში აქტორები სპონტანური ან დაგეგმილი ქმედებებისთვის, მათ შორის, ტერორისტული თავდასხმებისთვის“, – ნათქვამია სპეცსამსახურების განცხადებაში.