გამოკითხული მოლდოველების უმეტესობა მაია სანდუს პრეზიდენტად მეორე ვადით არ აირჩევს

გამოკითხული მოლდოველების, თითქმის 60% მიიჩნევს, რომ მაია სანდუ პრეზიდენტად მეორე ვადით არ უნდა იყოს არჩეული.

გამოკითხვა მოლდოვურმა კომპანია IMAS-მა ჩაატარა.

სანდუს ხელახალი არჩევის მომხრე გამოკითხულთა 38%, ხოლო 59% უპირატესობას „სხვას“ ანიჭებს, 3%-ს გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში სხვაობა უფრო დიდი იყო.

მაშინ სანდუს გადარჩევა 34%-ს სურდა, 61% პრეზიდენტის შეცვლის მომხრე იყო, ხოლო 5% გადაუწყვეტელი იყო.

რესპონდენტებს ასევე ჰკითხეს, ვის დაუჭერდნენ მხარს, იმ შემთხვევაში თუ არჩევნების მეორე ტურში სანდუ და იგორ დოდონი გავიდოდნენ; ან სანდუ და კიშინიოვის მერი – იონ ჩებანი.

პირველ შემთხვევაში დოდონს ხმას 43% მისცემდა, ხოლო სანდუს 40%, დამოკითხულთა 13% არჩევნებზე საერთოდ არ მივიდოდა; მეორე შემთხვევაში, სხვაობა უმნიშვნელო იქნებოდა – ჩებანი 38%, ხოლო სანდუ 39% მიიღებდა, 17% საარჩევნო უბანზე არ მივიდოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები