WP: ტრამპი შიშობს, რომ ალცჰეიმერის დაავადება მემკვიდრეობით მიიღო

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი შიშობს, რომ შესაძლოა, ალცჰეიმერის დაავადება მამისგან – ფრედ ტრამპისგან მიიღო, მაგრამ ამას არ აღიარებს, რადგან საპრეზიდენტო რბოლაში მისი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია – ამჟამინდელი პრეზიდენტის “გონებრივი შესაძლებლობები”.

ამის შესახებ Washington Post-ი ტრამპის კომპანია Trump Organization-ის ყოფილ მაღალი რანგის მენეჯერზე დაყრდნობით წერს.

„ეჭვგარეშეა, რომ დონალდს ალცჰეიმერის ეშინია. ის ამაზე არ ისაუბრებს და არ აღიარებს. მაგრამ ეს მნიშვნელოვანია, რადგან ყოველდღე თავს ესხმის ბაიდენს მისი გონებრივი შესაძლებლობებისა და  უნარის გამო”, – თქვა მან.

გამოცემის ცნობით, ტრამპის შეშფოთება მამის ჯანმრთელობით არის გამოწვეული, რომელიც სიბერეში პროგრესირებადი დემენციით იყო ავად.

ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ ორჯერ გაიარა ტესტი დემენციის ნიშნების გამოსავლენად, ხოლო მისმა საარჩევნო კამპანიის მრჩეველმა – ჯეისონ მილერმა თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მზად არის, კიდევ ერთი, გონებრივი შესაძლებლობების ტესტი გაიაროს, თუ მის პარალელურად ტესტს ბაიდენიც გაივლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები