“ავირჩიეთ მომავალი საკუთარი თავისა და შვილებისთვის და ეს ყველას ესმოდა, ვინც არჩევნებზე მოვიდა, რუსეთი ერთი ოჯახია” – პუტინი

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, მეხუთე ვადით არჩეულმა ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობას მიმართა.

მისი თქმით, “საარჩევნო კამპანიამ აჩვენა, რომ რუსეთი არის ერთი ოჯახი, რომელიც ერთად მიემართება არჩეულ ისტორიულ გზაზე”.

“ჩვენ ავირჩიეთ გზა, რომლითაც რუსეთი მომავალში ივლის, ავირჩიეთ მომავალი საკუთარი თავისა და ჩვენი შვილებისთვის. ამ მოვლენის მნიშვნელობა ესმოდა არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა აბსოლუტურ უმრავლესობას”, – განაცხადა მან.

პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის გამარჯვებაზე მნიშვნელოვანია თანამოქალაქეების მხარდაჭერა და პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს ნდობის გასამართლებლად.

“ნდობის ასეთი დონე ზრდის პასუხისმგებლობას რუსეთის წინაშეც, ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე და მოითხოვს კიდევ უფრო დიდ ერთგულებას და ეფექტურობას პირადად ჩემგან და მთელი ჩვენი გუნდისგან”,- აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები