ისრაელსა და “ჰამასს” შორის შესაძლო ზავთან დაკავშირებით, კატარი “ფრთხილ ოპტიმიზმს” გამოთქვამს

ღაზას სექტორში შესაძლო ზავთან დაკავშირებით, კატარი “ფრთხილ ოპტიმიზმს” გამოთქვამს.

ამავდროულად, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მაჯედ ალ-ანსარიმ განაცხადა, რომ „ჯერ ადრეა რაიმე წარმატებაზე საუბარი“.

მაჯედ ალ-ანსარიმ “ფრთხილი” პროგნოზი დოჰაში მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა, რომელშიც მონაწილეობა ისრაელის დაზვერვის ხელმძღვანელმა, დევიდ ბარნეამ მიიღო.

ამ დროისთვის, ექვსკვირიანი ზავის შესაძლებლობა განიხილება.

გარდა ამისა, კონფლიქტში ახალმა პაუზამ შესაძლოა, გამოიწვიოს 100 მძევლიდან დაახლოებით 40-ის გათავისუფლება, ისრაელის ციხეებში მყოფი ათობით პალესტინელის სანაცვლოდ.

ასევე, ისრაელმა შესაძლოა, დაუშვას ღაზას სექტორში მეტი ჰუმანიტარული დახმარების შეტანა.

მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს, მაგრამ შედეგი ჯერ არ დამდგარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები