ჯეიკ სალივანი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის კონგრესი უკრაინისთვის დამატებით დახმარებას დაამტკიცებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის კონგრესი უკრაინისთვის დამატებით დახმარებას დაამტკიცებს.

როგორც UNIAN-ის კორესპონდენტი იუწყება, ამის შესახებ სალივანმა კიევში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ გვჯერა თქვენი. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ გაიმარჯვებთ. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ ააშენებთ ნათელ მომავალს უკრაინელი ხალხისთვის, უფრო ძლიერ დემოკრატიას, მდგრად და უსაფრთხო ქვეყანას, რომელსაც შეუძლია თავიდან აიცილოს მომავალი აგრესია და ჩვენ ვიქნებით თქვენი პარტნიორი ყოველ ნაბიჯზე“, – აღნიშნა სალივანმა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მუდმივად ცდილობს, რომ უკრაინის 60 მილიარდი დოლარის დამატებითი დახმარების მოთხოვნა, რომელიც დამტკიცებულია სენატში, ასევე დამტკიცდეს წარმომადგენელთა პალატაში.

„მაგრამ, ჩვენი გადმოსახედიდან, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ დამტკიცების მიღწევას. ჩვენ ამ დახმარებას უკრაინას მივაწოდებთ“, – ხაზგასმით აღნიშნა სალივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები