იტალიის პრემიერი მისი მონაწილეობით პორნო დიპფეიკის შემქნელებისგან 100 ათას ევროს ითხოვს
იტალიის პრემიერმინისტრის, ჯორჯა მელონის ადვოკატებმა დიპფეიკის ორი შემქმნელისგან 100 ათასი ევრო მოითხოვეს, რომლებმაც მისი გამოსახულების გამოყენებით პორნოგრაფიული ვიდეო შექმნეს.
მელონი ჩვენებას ქალაქ სასარის სასამართლოში მისცემს, რაც 2 ივლისს არის დანიშნული.
დიპფეიკის შექმნასა და გავრცელებაში ორი მამაკაცია ბრალდებული – 73 წლის მამა და 40 წლის შვილი.
პოლიციის თქმით, ეჭვმიტანილები იმ ტელეფონის საშუალებით იპოვეს, რომელსაც ვიდეოს ასატვირთად იყენებდნენ.
მელონის მონაწილეობით დიპფეიკები ამერიკულ პორნოსაიტებზე მის გაპრემიერებამდე, 2022 წელს გამოჩნდა.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მათ მილიონობით ნახვა მოაგროვეს.
მელონის ადვოკატებმა მათ მიერ მოთხოვნილ თანხას სიმბოლური უწოდეს და პირობას დებენ, რომ მთელ თანხას ძალადობის მსხვერპლ ქალთა ფონდში გადარიცხავენ.