ვიეტნამის პრეზიდენტი გადადგა

ვიეტნამის პრეზიდენტი გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

ვიეტნამის კომუნისტურმა პარტიამ პრეზიდენტის, ვო ვან თჰიონგის გადადგომა დაადასტურა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თჰიონგმა დაარღვია პარტიის წესები, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია საზოგადოებრივ აზრზე, პარტიის, სახელმწიფოს და პირადად მის რეპუტაციაზე.

ვიეტნამის მმართველი კომუნისტური პარტიის გადაწყვეტილებას ხუთშაბათს ქვეყნის პარლამენტი დაამტკიცებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები