“შეგვიძლია, იგივე პასუხი გავცეთ” – პუტინი ბელგოროდის რეგიონის დაბომბვაზე

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბელგოროდის რეგიონის გახშირებულ დაბომბვას გამოეხმაურა.

მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება აპირებს სასაზღვრო რეგიონების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, როგორ აპირებს ამის გაკეთებას.

„რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია იმავე პასუხის გაცემა მათთვის – როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, ისე ამ ტიპის სხვა ობიექტების წინააღმდეგ. ამაზე ჩვენი ხედვა და გეგმები გვაქვს. მივყვებით იმას, რაც დავსახეთ”,- თქვა მან.

მან ბელგოროდის რეგიონისა და სხვა სასაზღვრო რეგიონების მაცხოვრებლების მიმართ მადლიერება და აღტაცება გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები