Politico: ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთათვის ევროკომისიას გამარტივებული წესების დანერგვა სურს

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს წარადგენს წინადადებებს, რომლებიც ევროკავშირში ახალი წევრების მიღების წესებს შეცვლის.

ამის შესახებ Politico წერს.

აღნიშნულია, რომ ამჟამინდელი მიდგომის – „ყველაფერი ან არაფერი“ ნაცვლად, ბრიუსელს სურს, ეტაპობრივად შეამსუბუქოს უკრაინის, მოლდოვის და დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს, მიიღონ გარკვეული სარგებელი, ვიდრე წლების ან ათწლეულების განმავლობაში დაელოდონ აუცილებელი რეფორმების შესრულებას.

კერძოდ, საფრანგეთის, გერმანიისა და პორტუგალიის წინადადებებზე დაყრდნობით, ბრიუსელი სურს, ეტაპობრივად დაუშვას გაწევრიანების გზაზე მყოფი ქვეყნები ერთიან ბაზარზე.

ევროკავშირის ლიდერებს დასჭირდებათ, იმსჯელონ, წვდომის რომელ ხარისხებსა და ნაბიჯებს რა ვალდებულებები უნდა მოჰყვეს.

ინიციატივა ასევე ითვალისწინებს ერთსულოვანი გადაწყვეტილებებიდან კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპზე გადასვლას.

27-მა ევროკომისარმა დოკუმენტს მხარი კოლეგიის დღევანდელ შეხვედრაზე უნდა დაუჭირონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები