მსოფლიო ბედნიერების რეიტინგში საქართველო აზერბაიჯანს უსწრებს – ფინეთი კი, უკვე მეშვიდედ, რეიტინგის ლიდერია

World Happiness Report-მა მსოფლიოს ქვეყნების ბედნიერების ყოველწლიურ რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ზედიზედ მეშვიდედ ფინეთი ლიდერობს.

პირველ ათეულში მოხვდნენ – დანია, ირლანდია, შვედეთი, ისრაელი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ლუქსემბურგი, შვეიცარია და ავსტრალია.

World Happiness Report-ის ანგარიში 140-ზე მეტ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების გლობალური გამოკითხვის მონაცემებს ეყრდნობა. ქვეყნები დასახელებულია წინა სამი წლის განმავლობაში მათი ცხოვრების საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, ამ შემთხვევაში 2021 წლიდან 2023 წლამდე. მხედველობაში მიიღება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი მშპ; სოციალური მხარდაჭერა; ჯანსაღი სიცოცხლის ხანგრძლივობა; თავისუფლება; სიკეთე და კორუფცია.

პირველ ოცეულში აშშ და გერმანია ვერ მოხვდნენ, უკრაინა კი 105-ე ადგილზეა.

რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას, რეიტინგის ლიდერი სომხეთია, რომელიც 82-ე ადგილს იკავებს, მეორე ადგილზე საქართველოა, რომელიც 91-ე ადგილზე განთავსდა, ხოლო აზერბაიჯანი 101-ე ადგილზეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები