პარლამენტში დღეს შს მინისტრს მოუსმენენ

დღეს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური მივა.

შს მინისტრი პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატშია მიწვეული.

ვახტანგ გომელაური სესიაზე უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

ამის შემდეგ, პარლამენტის ტრიბუნა დეპუტატების პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლებს დაეთმობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები