ჯორჯია მელონი: უკრაინაში ნებისმიერი პირდაპირი სამხედრო ჩარევა სახიფათო ესკალაციას გამოიწვევს

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის წინააღმდეგია. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

როგორც იტალიის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, უკრაინაში ნებისმიერი პირდაპირი სამხედრო ჩარევა სახიფათო ესკალაციას გამოიწვევს.

„საფრანგეთის წინადადებასთან დაკავშირებით შესაძლო პირდაპირი [სამხედრო] ინტერვენციის შესახებ… ჩვენი პოზიცია არ ემხრობა ამ ჰიპოთეზას, რომელიც სახიფათო ესკალაციის საწინდარია და რომელიც ნებისმიერ ფასად თავიდან უნდა იქნას აცილებული“, – აღნიშნა მელონიმ.

Bloomberg-ის ცნობით, იტალიის პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც ზეწოლას ახორციელებს გერმანიის კანცლერზე, ოლაფ შოლცზე უფრო გადამწყვეტი პოზიციის დასაკავებლად და გააფრთხილა „ეგზისტენციალური“ საფრთხის შესახებ, რომელსაც რუსეთი უქმნის ევროკავშირს.

ამასთან, იტალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს.

„როგორ შეიძლება დაჯდე მოლაპარაკების მაგიდასთან იმ ადამიანთან, ვინც არასოდეს სცემდა პატივს რაიმე შეთანხმებას? აღნიშნა ჯორჯია მელონიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები