ალექსანდრე დარახველიძემ “საგზაო უსაფრთხოების ყოვლისმომცველი მონაცემთა ბაზის დანერგვისა და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი განვითარების (EU Twinning) პროექტის“ დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ალექსანდრე დარახველიძემ “საგზაო უსაფრთხოების ყოვლისმომცველი მონაცემთა ბაზის დანერგვისა და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი განვითარების (EU Twinning) პროექტის“ დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, ალექსანდრე დარახველიძემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, საგზაო უსაფრთხოების მიმართულების პრიორიტეტულობას შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და მადლობა გადაუხადა ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში პროექტის მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

მინისტრის მოადგილემ პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაჯამა, ასევე ისაუბრა სამინისტროს ფარგლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ანალიზის განყოფილების შექმნის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ახლად შექმნილი განყოფილების მიზანი საფრთხეებისა და რისკების შესაბამისად, შემდგომი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების დეტალური ანალიზია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები