იუსტიციის სახლში საჯარო სერვისების მასტერკლასი დაიწყო

იუსტიციის სახლში საჯარო სერვისების მასტერკლასი დაიწყო.

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, მასტერკლასი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ საჯარო სერვისების მიწოდების ქართულ მოდელს.

“იუსტიციის სახლის მაღალი რგოლის მენეჯმენტი მსმენელს საკუთარ პროფესიულ გამოცდილებასა და მუშაობის პრაქტიკულ დეტალებს გაუზიარებს.

მასტერკლასი 18-დან 26 მარტის ჩათვლით, თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში ჩატარდება. კურსის მოდულის ჯამური ხანგრძლივობა 10 საათია.

მასტერკლასში მონაწილეობა უფასოა და კურსის დამთავრებისთანავე, მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები