ევროპული საბჭო უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 5 მილიარდ ევროს გამოყოფს

Ukrainian Flag is raised at the EP building in Brussels

ევროპული საბჭო, ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში, უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 5 მილიარდ ევროს გამოყოფს.

ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ახლად ჩამოყალიბებული UAF საშუალებას მისცემს ევროკავშირს შემდგომში მხარი დაუჭიროს უკრაინის შეიარაღებული ძალების განვითარებას, როგორც ლეტალური, ისე არალეტალური სამხედრო აღჭურვილობისა და წვრთნების მიწოდების გზით“, – ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები