შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ტელეკომპანია “პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ტელეკომპანია “პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც პოლიციელის მხრიდან დანაშაულში სავარაუდო ბრალდებული პირის ცემის ფაქტს შეეხებოდა.

16 მარტს ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის ა.ი.-ს მიმართვის საფუძველზე, დაიწყეს გამოძიება ქურდობის ფაქტზე. დაზარალებულმა ჩანთის ქურდობის ფაქტზე გააკეთა შეტყობინება, სადაც მოთავსებული იყო, 15 600 აშშ-დოლარი და სხვადასხვა დოკუმენტი.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულ მოქალაქეს ჩანთა დარჩა ერთ-ერთი კომპანიის ტაქსის საბარგულში, რომელიც შემდგომ ტაქსის მძღოლმა თავის დროებით საცხოვრებელ სახლში დამალა.

პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მალევე დადგინდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მოხდა მისი პოლიციის განყოფილებაში დაბარება.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ჩანთა და თანხა ე.გ.-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სამართალდამცველებმა დაკავებულზე იძალადეს არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება პოლიციის დისკრედიტაციას.

ასევე, მცდარია დაკავებულის უფლებადამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ე.გ.-მ პოლიციის განყოფილებაში თავად მიიტანა ნაქურდალი ნივთი.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს”,- წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები