მედია: პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერად მუჰამედ მუსტაფა დაინიშნა

პალესტინის ავტონომიის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრად მუჰამედ მუსტაფა დანიშნა. ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, ახალ პრემიერ-მინისტრს დაევალა ღაზის სექტორის დახმარება და აღდგენა და ასევე, პალესტინის ხელისუფლების ინსტიტუტების რეფორმირება.

მუსტაფამ აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი მუჰამედ შტაიე შეცვალა, რომელიც თავის მთავრობასთან ერთად თებერვალში გადადგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები