CNN: ბაიდენის ადმინისტრაცია გუანტანამოზე ჰაიტელი მიგრანტების მიღების საკითხს განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჰაიტიდან მიგრანტების შესაძლო შემოდინების შემთხვევაში გუანტანამოზე მდებარე, აშშ-ის ბაზის გამოყენებას განიხილავს.

ამის შესახებ CNN ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინება.

„ბაიდენის ადმინისტრაცია გუანტანამოს ყურის გამოყენების საკითხს განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ, შექმნილი კრიზისის გამო, ჰაიტიდან ადამიანების მასობრივი გაქცევა დაფიქსირდება”,- ნათქვამია ტელეარხის ინფორმაციაში.

CNN-ის ცნობით, ადრე ჰაიტიდან 200 კილომეტრში მდებარე ბაზის ტერიტორიაზე ყოფილა გახსნილი მიგრანტების მიმღები ცენტრი, რომელიც ციხიდან განცალკევებით მდებარეობს.

მაგალითად, აშშ, 2010 წლის მიწისძვრის შემდეგ, ჰაიტიდან მიგრანტების მისაღებად იყო მზად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები