გერმანიის აეროპორტებში უსაფრთხოების სამსახურის პერსონალი გაიფიცა
გერმანიის რამდენიმე ქალაქის აეროპორტებში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ.
ამის შესახებ DW იტყობინება.
გაფიცვა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
გაფიცვაში მონაწილეობენ ბერლინის, ჰამბურგის, შტუტგარტის, კარლსრუეს, კიოლნისა და მიუნხენის აეროპორტების თანამშრომლები.
პროფკავშირი Ver-ი სატარიფო მოლაპარაკების მომდევნო რაუნდამდე, რომელიც 20 მარტს გაიმართება, დამსაქმებელზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს.
15 მარტს გაფიცვას დრეზდენის, ჰანოვერის, ლაიპციგის, დორტმუნდის და ვეცეს აეროპორტების თანამშრომლები შეუერთდებიან.