მაკრონი ბერლინში ჩავა
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი 15 მარტს ბერლინში ჩავა, სადაც გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს და პოლონეთის პრემიერმინისტრს, დონალდ ტუსკს შეხვდება.
ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ მაკრონი და შოლცი ერთმანეთს ჯერ ორმხრივ ფორმატში შეხვდებიან, მოგვიანებით კი მათ პოლონეთის პრემიერი შეუერთდება.
გერმანიასა და საფრანგეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც თებერვალში მაკრონმა უკრაინაში სამხედრო ძალების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ განაცხადა. თავის მხრივ, ოლაფ შოლცმა უკრაინაში ევროპის ქვეყნებიდან სამხედრო დანაყოფების გაგზავნა გამორიცხა.