ესტონეთში რუსული სანომრე ნიშნის მქონე მანქანების დაჯარიმება დაიწყო
ესტონეთში მთავრდება გარდამავალი პერიოდი, რომლის დროსაც რუსული რეგისტრაციის მქონე მანქანების მფლობელებს სატრანსპორტო საშუალება ესტონეთის სანომრე ნიშნებზე უნდა გადაეფორმებინათ.
ამის შესახებ ERR წერს.
აღნიშნული პერიოდი უკვე ხვალ, 13 მარტს მთავრდება.
2023 წლის სექტემბერში ესტონეთმა ქვეყანაში რუსული სანომრე ნიშნებით მანქანების შემოსვლა აკრძალა, ხოლო მათ, ვინც უკვე იმყოფებოდა ქვეყანაში, მათი ხელახალი რეგისტრაციის შესაძლებლობა მისცეს.
ხვალიდან რუსული სანომრე ნიშნებით გადაადგილება 400 ევრომდე ჯარიმით დაისჯება.
ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ესტონეთში ხელახლა 83 მანქანა დარეგისტრირდა, წელს კიდევ 13.
იმავდროულად, რუსული სანომრე ნიშნის მქონე მანქანებმა ფინეთი 16 მარტამდე უნდა დატოვონ, ლიეტუვაში კი ეს გარდამავალი პერიოდი 11 მარტს დასრულდა.