სომხეთმა რუსების დახმარებაზე უარი თქვა – 1-ელი აგვისტოდან ერევნის აეროპორტში მხოლოდ სომეხი მესაზღვრეები დარჩებიან

ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში 1-ელი აგვისტოდან მგზავრთა მომსახურებას სომეხი მესაზღვრეები უზრუნველყოფენ, რუსების მონაწილეობის გარეშე.

როგორც სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, ერევნის შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მოსკოვს უკვე ეცნობა.

„სომხეთის სასაზღვრო ჯარების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, სომხეთში რუსეთის სასაზღვრო კონტინგენტის მეთაურს მიმართა, მადლობა გადაუხადა და აცნობა, რომ 2024 წლის 1-ელი აგვისტოდან ჩვენ დამოუკიდებლად ვიმსახურებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე.

კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ მოსკოვმა ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეები გაყვანის შესახებ წერილი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები